კახიძე: მათმა ლიდერმა გავრილოვი ჩამოათრია და პარლამენტში დასვა და ხოშტარიას უწყობენ აქციას

მათი პარტიის ლიდერმა გავრილოვი ჩამოათრია და პარლამენტში დასვა და ელენეს ხოშტარიას, რომელიც საქართველოს დროშით ავიდა ტრიბუნაზე და გავრილოვი იქიდან გააძევა, აქციას უწყობენ.

კომკავშირლებს, ცეკას ინსტრუქტორებს და კაგებეშნიკ სტალინისტებს “რუსეთუმე საბჭოთა ჰიმნით” როგორ დასცინე, ღირსება შეგველახაო.

ეს აფერისტები ესენი.

თან ისიც ვერ გაურკვევიათ, ხოშტარიაა თუ ხოფერია, ელენე თუ ეკა, ჟურნალისტი თუ პარლამენტარი.

ყველაფერში ქოცები როგორ არიან.

ეგრე განაგრძეთ და უფრო მალე ჩამოგშლით.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ეხმიანება ქართული ოცნების აქტივისტების აქცია, რომლებიც პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაშვების გამო, ელენე ხოშტარია პარლამენტიდან წასვლას ითხოვენ.

კომენტარები