ირმა ნადირაშვილი

ნადირაშვილი: ადამიანებს მოლაპარაკების მაგიდიდან ციხეში აგდებენ, შესაფერისი სსრკ-ის ჰიმნია

საბჭოთა კავშირის ჰიმნი უნდა ისმოდეს დარბაზში, რადგან ეს არის შესაფერისი იმ საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ. 

როცა მოლაპარაკების მაგიდიდან ადამიანებს ციხეში აგდებენ, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიციასთან დიალოგი არავის არ უნდა და ცდილობენ, რომ ხელი გადაგვიგრიხონ და ასე მიაღწიონ წარმატებას, ვთვლით, რომ ყველაზე შესაფერისი, რაც შეიძლება ამ დროს დარბაზში გაჟღერებულიყო, იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუშლით, რომ ზარ-ზეიმით ჩაატარონ დღევანდელი სხდომა. ეს ხელს არ შეუშლით, რომ განაგრძონ თავიანთი მავნებლობა, როგორც ამას აკეთებენ.  

ჩვენ ველოდებით, რომ პასუხს ამაზე მიიღებენ არჩევნებში - ჩვენ, ნებისმიერი სისტემით, ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლისას დარბაზში ოპოზიცია შევიდა და სსრკ-ს ჰიმნი ჩართო.

კომენტარები