ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ვაინშტაინის ადვოკატი:ქალები საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებენ

ჰარვი ვაინშტაინი
Variety

ხუთშაბათს ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატი ნიუ-იორკის სასამართლოში პროდიუსერის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა და ამბობდა, რომ ქალებს, რომლებიც მას გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალს სდებენ, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებისგან თავის არიდება სურთ. 

"თავიანთ სამყაროში, ქალები არ არიან პასუხისმგებლები იმ წვეულებებზე, რომლებსაც ესწრებიან, კაცებზე, რომლებთანაც ფლირტი აქვთ, ავიაბილეთებზე, რომლებსაც ელიან, სამსახურებზე, რომლებიც ასე ძალიან უნდათ. ამ სამყაროში ისინი პასუხიმგებლობას არც იმ წერილებზე იღებენ, რომლებსაც ვიღაცას ქვეყნის მეორე ბოლოში უგზავნიან. ამ სცენარის მიხედვით, ძლიერი კაცი ბოროტმოქმედი და ისეთი არამიმზიდველია, რომ არც ერთ ქალს მოუნდება მასთან დაძინება." თქვა ადვოკატმა დონა როტუნომ. 

ამჯერად, სასამართლო რამდენიმედან ორს - ჯესიკა მანისა და მირიამ ჰეილის შემთხვევას განიხილავდა. ვაინშტაინის დასაცავად მისმა ადვოკატმა, ყურადღება ჰეილის მიერ პროდიუსერთან გამოგზავნილ წერილზე გაამახვილა, რომელშიც ქალი მას სწერდა: "დიდი სიყვარულით". მსგავსი წერილი ვაინშტაინს მანმაც მიწერა, რომელშიც ამბობდა: "მომენატრე დიდო ბიჭო". ადვოკატმა მოსამართლეებს მოუწოდა, განაჩენის გამოტანისას არ აჰყოლოდნენ ემოციებსა და საზოგადოების შეხედულებებს. 

ვაინშტაინს სექსუალური შევიწროებისთვისა და გაუპატიურებისთვის, შესაძლებელია ციხეში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. პროდიუსერი ყველა დანაშაულს უარყოფს.

კომენტარები