თამარ ხულორდავა

ხულორდავა: ევროპარლამენტში თვალშისაცემია, რომ უპირობოდ პოზიტიური განწყობა შეცვლილია

parliament.ge

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ ის უპირობოდ პოზიციური განწყობა, რომელიც ევროპარლამენტში წლების განმავლობაში იგრძნობოდა, სახეცვლილია.

ხულორდავას თქმით, ეს ბოლოდროიმდენლმა მოვლენებმა განაპირობა, მათ შორის 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტის ჩაგდებამ და გიგი უგულავას დაკავებამ.

"ერთი რამ, რაც ძალიან თვალში საცემია, არის ის, რომ ის ძალიან, უპირობოდ პოზიტიური განწყობა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვხვდებოდა ევროპარლამენტში, ასოცირების კომისიის ვიზიტების დროს იქნებოდა ეს თუ სხვა დროს, გარკვეულწილად სახეცვლილია. ეს ეს გამოიწვია იმან, რომ გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, არ არის შეფასებული, როგორც საუკეთესო ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ვითარდება, იქნება ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილება და გიგი უგულავას დაკავება, გარკვეული ასახვა ჰპოვა იმ განწყობებში, რომელიც არის ევროპარლამენტში" - თქვა თამარ ხულორდავამ, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომებში მონაწილეობს.

2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე განვითრებულმა მოვლენებმა დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასება დაიმსახურა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი წერილი მიიღო როგორც ამერიკელი კონგრესმენებისგან და სენატორებისგან, ასევე, მწვავე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა, დღეს, 13 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ კრიტიკული წერილი საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებისგანაც მიიღო.

კომენტარები