არჩევნები 2020

უგულავა: ოპოზიციის არჩეული გზა აშინებს ივანიშვილს, დაჭერები აზრს ვერ შეგვაცვლევინებს

რას ვაპირებ მე - მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე.

ფაქტი არის ერთი - გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს, არის გამარჯვების წინაპირობა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა ქვეყნის შიგნით და გარეთ, ფაქტია, რომ ივანიშვილი მთლიანად გონდაკარგულია. ეს არის ცუდი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და თვალი უნდა გავუსწოროთ

არავითარი დაჭერა არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ რაღაც ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, არ ვაპირებთ, ვივაჭროთ ადამიანების ზურგსუკან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის რადიკალიზაციას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი, მაგრამ მისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად.

თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად, მესამეჯერ, თუ უფრო ზუსტები ვიქნებით. შეზღუდული სივრცე ამავე დროს არის შესაძლებლობა და მეტი თავისუფალი დრო, შესაბამისად, მე ამაზე არ ვწუხვარ

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რის მიხედვითაც, მას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

კომენტარები