ზუგდიდის მერია

ზუგდიდის მერია ქალებისთვის 3 და 8 მარტის მისალოცად 20 ხორცსაკეპ მანქანას შეიძენს

ლაივპრესი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალებისთვის 3 და 8 მარტის დღესასწაულების მისალოცად ხორსაკეპ მანქანებს შეიძენს. 

"დაგეგმილი ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შესყიდვა",-ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

შესაბამისი ტენდერი ზუგდიდის მერიამ 7 თებერვალს ამოაცხადა. მერია 20 ხორცსაკეპი მანქანის შესაძენად 3 980 ლარს დახარჯავს.  

ზუგდიდის მერიაში "რუსთავი 2"-ს უთხრეს, რომ მსგავსი საჩუქრებით ქალები 2019 წელსაც დაასაჩუქრეს - მათ აირ გრილები გადასცეს.

კომენტარები