კინოაკადემიის ოფიციალურ ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ბილი აილიში გამოვა.
მომღერალი სიმღერას In Memoriam სეგმენტის დროს შეასრულებს, როდესაც წლის განმავლობაში გარდაცვლილ კინემატოგრაფისტებს პატივს მიაგებენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა სიმღერას შეასრულებს ბილი აილიში.
შეგახსენებთ, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს შედგება.