მიწისძვრა იამაიკაზე

იამაიკაზე 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არის ცუნამის საფრთხე

იამაიკაზე 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მალევე აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ცუნამის საფრთხის შესახებ განაცხადა. სამსახურის განცხადებით, შესაძლოა ცუნამის ტალღების სიმაღლემ 0.3-დან 1 მეტრამდე მიაღწიოს როგორც იამაიკის, ისე კუბას, ჰონდურასის, მექხიკის, ბელიზის და კაიმანის კუნძულების სანაპიროებზე.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, ბიძგები დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბიძგები ჰავანასა და მაიმაიზეც იგრძნობდა. კუბას დედაქალაქის ზოგიერთი მრავალსართულიანი შენობიდან ადამიანების ევაკუაციაც მოხდა.

კომენტარები