ოჯახში ძალადობა

კაცი, რომელმაც სურამში ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცულით მიაყენა, დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1984 წელს დაბადებული ლ.ლ დააკავეს. ლ.ლ-მ ყოფილ ცოლს ცივი იარაღით, ცულით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს",-წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები