ავთანდილ წერეთლის ბრალი

პროკურატურა სამკურნალოდ ქვეყნის დატოვების შესახებ ავთანდილ წერეთლის მოთხოვნას დათანხმდა

ტვ პირველი

საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა ავთანდილ წერეთლის განცხადება და მას ქვეყნის დატოვების საშუალება მისცა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბიზნესმენი 19-30 იანვარს შეძლებს ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა პროკურატურას სამკურნალოდ ქვეყნის დატოვების მოთხოვნით 13 იანვარს მიმართა.

​აღსანიშნავია, რომ ადვოკატები, ასევე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ საქმის დაჩქარებულ განხილვაზე საუბრობენ. ლელოში აღნიშნავენ, რომ საქმეში პოლიტიკურ მოტივაციას ადასტურებს.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ავთანდილ წერეთელი ტელეკომპანია პირველის ხელმძღვანელის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

კომენტარები