სახელმწიფო ბიუჯეტი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიუჯეტიდან 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბიმისი დადგენილება მთავრობამ უკვე მიიღო. არჩევნების ჩატარებისთვის გამოყოფილი თანხებიდან ყველაზე მეტი - 19 მილიონი ლარი - შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება. 

არჩევნების პროცესისთვის გამოყოფილი 42,7 მილიონი ლარი ხარჯების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • შრომის ანაზღაურება — 19,5 მილიონი ლარი;
  • საქონელი და მომსახურება — 9.8 მილიონი ლარი;
  • საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობა — 7,2 მილიონი ლარი;
  • საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამა — 2,1 მილიონი ლარი;
  • არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება — 1,1 მილიონი ლარი;

შეგახსნებეთ, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებზე ბიუჯეტიდან 4 მილიონით ნაკლები, 38,1 მილიონი ლარი დაიხარჯა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები