ისნის მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მეტროსადგური "სამგორის" მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა.
ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.