ხანძარი წყალტუბოში

წყალტუბოში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე,  შუაღამისას, ყოფილი სანატორიუმის შენობაში გაჩნდა, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. გარდაცვლილია ორი 65 წლამდე ასაკის ქალი. 

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები