ქრისტეშობა

უგულავა: ქრისტეშობა ახალ იმედებს, ახალ შემართებას, თავისუფლების განახლებას უკავშირდება

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ მოსახლეობას ქრისტეშობა მიულოცა. გიგი უგულავა ვაშლიჯვარში ჯვართამაღლების ეკლესიაში ლიტურგიას დაესწრო. პარტიის ლიდერის თქმით შობის დღესასწაული ახალი იმედების და თავისუფლების განახლებაა. 

"მინდა მივულოცო შობა ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული. ჩვენთვის, ქართველებისთვის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც განახლებას, ახალ იმედებს, ახალ შემართებას, თავისუფლების განახლებას უკავშირდება," - თქვა უგულავამ.

მართლმადიდებელთა ნაწილი დღეს, 7 იანვარს ქრისტეშობას აღნიშნავს.   

კომენტარები