დეკანოზ მამალაძის საქმე

მელია მამალაძეზე: ითვალთმაქცა საპატრიარქომ, ზურაბიშვილმა და ივანიშვილმა

ითვალთმაქცა საპატრიარქომ, ითვალთმაქცა ზურაბიშვილმა და ვინ, თუ არა ივანიშვილმა. ეს ყველაზე რბილი შეფასებაა, რასაც ადრე თუ გვიან ნათელი მოეფინება. უბრალოდ საწყენია, როცა საპატრიარქოც კი ტყუილებშია ჩაფლული, რისი უნდა ირწმუნოს ადამიანმა?! ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული ივანიშვილთან და ზურაბიშვილმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. 

არაუშავს, გაუძლებს ის ადამიანი ციხეში, როცა იქნება გამოვა და ბევრ საკითხზე ისაუბრებს. უბრალოდ, მორალური უფლება საიდან აქვს ზურაბიშვილს, ისაუბროს მამალაძის რაღაც კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილებაზე,როცა პოლიციელის მკვლელი ჰყავს შეწყალებული. 

თქვა ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ. პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

კომენტარები