#MeToo

ტერი გილიამმა კამპანია #MeToo გააკრიტიკა

რეჟისორმა ტერი გილიამმა კამპანია #MeToo-ს "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. "ეს არასწორია. არ მომწონს ეს მაფიოზური მენტალობა" აღნიშნა გილიამმა. 

"მართლა ვფიქრობ, რომ უამრავი პატიოსანი, შესაძლებელია ოდნავ გამაღიზიანებელი ადამიანი დაზარალდა. როგორც თეთრი კაცი, მთელი მსოფლიოს უბედურებაში დამნაშავეობით უკვე დავიღალე. მინდა, რომ საკუთარი საქციელისთვის ყველამ პასუხი აგოს და არა უბრალოდ თითი გაიშვიროს და დააბრალოს სხვას საკუთარი ცხოვრების დანგრევა."

ასევე რეჟისორმა მხარი დაუჭირა პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს, რომელსაც 2017 წელს 80-ზე მეტმა ქალმა (მსახიობებმა ან პროდიუსერის კომპანიის თანამშრომლებმა) სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. 

"როდესაც ძალაუფლება გაქვს, სხვის ჩაგვრაზე პასუხისმგებლობას შენს თავზე არ იღებ. ამ ძალაუფლებით ტკბები. ეს ასე ხდება...ჰარვის ბევრი მსხვერპლი ჰყავდა და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სხვა მხრივ, ჰოლივუდში უამრავი ამბიციური, რაც მთავარია ზრდასრული ადამიანია, რომელიც თვითონ იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს (გილიამმა თქვა ვაინშტაინის მსხვერპლებზე). ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ქალმა მსახიობმა თქვა: "ვიცნობ ბევრ გოგოს, რომელმაც ეს არ გააკეთა და მათი კარიერა რითი დასრულდა - ეგეც ვიცი." ზუსტად ამ სიტყვების გამო ვამბობ, რომ ყველას საკუთარი არჩევანი აქვს გასაკეთებელი."

"ჩემთანაც მოსულა ცნობილი მსახიობი ქალი და უკითხავს "ტერი, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ შენს ფილმებში მოვხვდე?" არ მესმის, რატომ ვიქცევით ისე, თითქოს ასეთი რაღაცები არ ხდება იქ სადაც არსებობს ძალაუფლება." 

კომენტარები