ზურაბიშვილი ინტერვიუ

ზურაბიშვილი დასავლეთის კრიტიკაზე: ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი

“ამას ვერ შევაფასებ, რამდენად სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებითაა [დასავლელი პარტნიორების კრიტიკა] თუ არასწორი, ეს თვითონ უნდა შეაფასონ, საიდან ღებულობენ ინფორმაციებს. მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება საზოგადოებაში, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დასავლელი პარტნიორების მიერ ხელისუფლების კრიტიკაზე პირველი არხის ეთერში საუბრობს.

კომენტარები