ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ. საქართველოში სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, ტროლების კუთხით. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით გასული თვეების განმავლობაში. იგივე, როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, იქაც ერთერთი მთავარი საკითხი, რაც დაისვა, იყო სწორედ დეზინფორმაციის აღკვეთა და ამისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა. მაშინ კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპი შეზღუდვის დაწესებას facebook-თან დაკავშირებით და ზოგადად ასეთი ტიპი დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეს იგივე ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამას სჭირდება ზღვრის დაწესება. აქ არის ორმაგი სტანდარტი.
tbl.ge/4b87
დაკოპირდა
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი FB-გვერდების წაშლაზე.