მე რასაც ვთხოვ ჩემს თავს, იმავეს ვთხოვ ნებისმიერ ევროპელს - ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა კეთილი უნდა ინებონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სხვა მხრივ, ეს სახელმწიფო უბრალოდ, ვერ შედგება, ჩვენ თუ ყველას ტაშს დავუკრავთ, მოდი და გაგვაკრიტიკე... ევროპელებზე მე გაცილებით მარტივად ვსაუბრობ, იმიტომ, რომ 16 წლის ასაკიდან მათთან ვიყავი, მათი საშუალო სკოლა დავამთავრე, მათი უნივერსიტეტი და ვიცი, მათ რა აწუხებთ და რამდენად უნდათ საქართველოს განვითარება.
რაც შეეხება განცხადებებს პროცესსა და კრიტერიუმებზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მომავალში, აბსოლუტურად ყველა ტიპის კრიტიკისთვის და რჩევისთვის ვართ მზად, იმისათვის, რომ ის გრძელვადიანი ტიტანური გზა, რომელსაც თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევუდექით, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ იდეალური გახდეს, აქეთკენ რომ კიდევ გადავდგათ ნაბიჯები





