ქართული ოცნების აქცია

ქართული ოცნების აქციის დასრულების შემდეგ TV პირველის ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

ტელეკომპანია პირველი

ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს სალომე თითმერიას და ოპერატორს ბექა მარჯანიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე კაცი ჟურნალისტს მუშაობაში ხელს უშლის, ნაციონალს უწოდებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ჟურნალისტის თქმით ერთ-ერთმა მათგანმა ოპერატორს დაარტყა.

ტელეკომპანია პირველი შესაბამის სტრუქტურებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

კომენტარები