ქართული ოცნების აქცია

გორის მერი: აქციაზე მოდიან საჯარო მოხელეები, ა(ა)იპის თანამშრომლები, მოქალაქეები

ტვ პირველი

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ თბილისში სახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად საჯარო მოხელეები მოდიან.

"ესენი არიან საჯარო მოხელეები, ა(ა)იპის თანამშრომლები, ისე მოქალაქეები, ყველა, ვინც კი სურვილი გამოთქვა", - ასე პასუხობს თავზარაშვილი კითხვას, თუ ვინ მოდის ქართული ოცნების აქციაზე გორიდან.

მისივე თქმით, გორიდან 3500-მდე ადამიანის ტრანსპორტირება ხდება.

რეგიონებიდან თბილისში მოქალაქეები ქართულ ოცნებას აქციაზე დასასწრებად ჩამოყავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის ცნობით, დასტურდება, რომ საჯარო მოხელეებს აქციაზე დასწრებას აიძულებენ.

კომენტარები