მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის Saudi Aramco-ს ღირებულებამ $2 ტრილიონს გადააჭარბა

საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის Saudi Aramco-ს აქციებზე ფასი, 10%-ით გაიზარდა. ვაჭრობის ორი დღის შემდეგ, ერთი აქციის ფასმა 10 დოლარს გადააჭარბა. 

განთავსების შედეგად, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა განთავსების პირველი დღეს დაიწყოს. პირველ 24 საათში კომპანიის ღირებულებამ 1,88 ტრილიონს გადააჭარბა. 

ვაჭრობის ფარგლებში კომპანიის აქცების სულ 1,5% გაიყიდა, ამ პაკეტის მიახლოებითი ფასი 25 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანიის აქციების მყიდველებს შორის არიან საუდის არაბეთის უმდიდრესი ოჯახები, ასევე, სხვადასხვა ფონდები ქუვეითიდან და გაერთიანებული ემირატებიდან. 

საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად, კიდევ უფრო გამყარდა Saudi Aramco-ს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი. კომპანიის კაპიტალიზაცია აღემატება როგორც Apple-ის, ასევე, Microsoft-ის ღირებულებას, თუმცა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებისგან განსხვავებით, Aramco თითქმის სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. 

ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის განკერძოვების პროცესი, საუდის არაბეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საკვანძო მომენტად მიიჩნევა. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ-სალმანის გეგმის Vision-ის მიხედვით, 2030 წლისთვის საუდის არაბეთის ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობის სექტორზე ჯერადობით უნდა შემცირდეს. 

საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციებისგან შემოსული თანხა, საუდის არაბეთის კეთილდღეობის ფონდში გადაირიცხება. აღნიშნული ფონდი, ნორვეგიის საპენსიო ფონდის ანალოგს წარმოადგენს. 

კომენტარები