ბოკერია პრეზიდენტზე: სისულელეების ლაპარაკის ნაცვლად, რომ ვერ გაუგეს, ბოდიში მოიხადოს

ამ სისულელეების ლაპარაკის ნაცვლად, რომ ვერ გაუგეს თურმე (და რა ვერ გაუგეს, ჩანაწერი არ არის, თუ რა?!), სწრაფად, დროზე ბოდიში მოიხადოს და თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც შეხვდება ხოლმე, როდესაც ასეთ სამარცხვინო რაღაცებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. პრეზიდენტმა 10 დეკემბერს სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველოს "არ ჰყავს ჯარი, არ აქვს იარაღი და არც ექნება", მეორე დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ზურაბიშვილის ნათქვამი არასწორად ინტერპრეტირდა. Facebook-ზე პოსტი დაწერა თვითონ ზურაბიშვილმაც და თქვა, რომ მას "აბულინგებენ".

კომენტარები