ბოლოს გადაერთო კონსულტაციები მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე, ეს ინიციატივა არის სრულად თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე, დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები, განიხილება ეს საკითხი გუნდში, უმრავლესობის შიგნით, ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვსდგებით ოპოზიციის წინაშე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს კონსულტაციები საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება, იმედი მაქვს, გარკვეულ პოზიციებზე შევჯერდებით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. საქართველოს პარლამენტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის განვითარებაც ჩვეულ რეჟიმში აუცილებლად გაგრძელდება
ქართული ოცნება
კობახიძე მრავალმანდატიან ოლქებზე: გუნდში განვიხილავთ, დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები
tbl.ge/49un
დაკოპირდა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე. ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




