ყველანი პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობაში. ზოგადად, რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, რა თქმა უნდა აზარალებს ქვეყანას და ეკონომიკას, მაგრამ თქვენ კარგად ხედავთ, საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ჩემი უწყება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, დასაქმებულებმა, ქართულმა წარმოებამ, ქართულმა ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი, არ დაფრთხნენ ინვესტორები, არ დაფრთხნენ კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით, ეკონომიკა განვითარდეს, ამას მე მგონი, წარმატებულად ვახერხებთ
საქართველოს ეკონომიკა
თურნავა: დესტრუქცია აზარალებს ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკის განვითარებას
tbl.ge/49bb
დაკოპირდა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე. აღსანიშნავია, რომ წელს ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა, ხოლო ინფლაციის დონემ 7.0% შეადგინა, მაშინ როცა ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნული 3% იყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ 187 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით ნაკლებია - ეს ბოლო ათწლეულის მინიმუმია. მესამე კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ამავე თემაზე
- საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა: ზრდის მიღმა დანახული რეალობა
- ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა
- მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის აჩქარებას მოელის
- ოქრიაშვილი: ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში
- პრემიერი: ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ, ისინი 20%-ს გადაიხდიან