2020 წლის უცხოური ენების ტესტებში 2 სახის სიახლეა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი (naec.ge) ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების ტესტების მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. როგორც ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
მეორე ცვლილება შეეხო ტესტების მე-6 დავალებას, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს და ნაცვლად 10-ის, 12 საკითხიანი გახდა.
"ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა", - განმარტავენ გამოცდების ეროვნული ცენტრში.