არალეგალური ფილმები

კინოსტუდიები: ინტერნეტში არალეგალური ფილმების ჩვენებისთვის საქართველოს სანქციები ემუქრება

როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიოს წამყვანი კინოსტუდიები, მათ შორის Disney, Netflix, Paramount Pictures, Sony, Universal City Studios, Worner Bros., ქართულ ინტერნეტ სივრცეში ფილმების არალეგალურად განთავსებას აპროტესტებენ და საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

"მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA- ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა", - ნათქვამია MPA-ს გამოგზავნილ წერილში, რომელსაც რადიო თავისუფლება აქვეყნებს. 


ფოტო: რადიო თავისუფლება

"ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ" ამ პრობლემაზე დღეს ისაუბრებს. 

კომენტარები