ივანიშვილის ინტერვიუ

წილოსანი დასაქმებაზე ივანიშვილის იდეაზე: ევროკავშირში ყველა გადადის ერთი ქვეყნიდან მეორეში

ევროკავშირი არის ქვეყნების ერთობა, სადაც არ არის საზღვრები და ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე გადადის ერთი ქვეყნიდან მეორეში და მსგავსი შრომითი მიგრაცია ხდება და ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც შესაძლებლობა, რაც ევროკავშირმა მოგვცა და ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ უნდა შევქმნათ უამრავი სამუშაო ადგილი. 

ქართული ოცნების მაჟორიტარი ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის ინსტერვიუს შესახებ პასუხობს ტაბულას კითხვას, ეთანხმება თუ არა ივანიშვილის მიერ დასაქმებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას. ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ "ხალხს მივავლენთ ევროპაში სამუშაოდ, 2 მლნ სამუშაო ადგილს 10-20 წელში ვერ შევქმნით."

კომენტარები