ინტერპრეტაციების საკითხია, მე მოვისმინე დღეს გარკევული ინტერპრეტაციები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით. ჩემთვის პრინციპში ყველა ასპექტი გასაგები იყო და არაერთხელ გვისაუბრია. ის აქცენტები, რაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვადის შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა, რა თქმა უნდა ვიცი და სრულად ვეთანხმები, ასევე გარკვეულწილად გენდერულ თანასწორობას შეეხო და რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ პრინციპს, რომ ბავშვების აღზრდაში, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა ევროპული ქვეყნის და ყველაზე კარგად განვითარებული ქვეყნების პრინციპიც სწორედ ესაა, რომ დეკრეტული შვებულებები უფრო ხანგრძლივი იყოს და მშობლებმა შვილებთან გაატარონ დრო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება გენდერული თანასწორობის პრინციპებს.
ივანიშვილის ინტერვიუ
წილოსანი ივანიშვილზე: ვეთანხმები პრინციპს, რომ აღზრდაში მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია
tbl.ge/48it
დაკოპირდა
ქართული ოცნების მაჟორიტარი ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის ინსტერვიუს შესახებ პასუხპბს ტაბულას კითხვას, იყო თუ არა ინტერვიუში რამე საკითხი რასაც არ დაეთანხმა. გუშინ ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა - "ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ, ამის მოწოდებას მოვახმარ დარჩენილ წლებს."
ამავე თემაზე
- უდუმაშვილი ივანიშვილზე: არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ბრძოლიდან, ეშინია
- ხაზარაძე ივანიშვილზე: ქარაქუცობა ნიშნავს, რომ საქმე არ გამოგდის, ასეთები თავისკენ მოიკითხოს
- ივანიშვილი "ოცნებაზე": მზადაა, აგოს პასუხი საკუთარ თავზე, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს
- ივანიშვილი: მაჩანჩალა პოლიტიკოსი არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას
- ივანიშვილი: პოლიტიკოსის პროფესიას თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს