ევროპარლამენტი

კუბილიუსი: ქართველი ხალხის ნდობა პარლამენტის და ქართული დემოკრატიისადმი დაიკარგა

საქართველოში მოვლენების უკანასკნელი განვითარება გვაიძულებს შევშფოთდეთ საქართველოში არსებული სიტუაციის და დემოკრატიის მომავლის თაობაზე. ცხადია, არაა დემოკრატია, არაა ინტეგრაცია. მმართველი პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა არ შეასრულოს ის პირობა, რაც მისცა მოქალაქეებს და ოპოზიციას და არ მიიღოს პროპორციული საარჩევნო სისტემა.

მან ეს პირობა იმისათვის დადო, რომ დაერწმუნებინა გასულ ზაფხულში საპროტესტო ტალღის მონაწილეები. ახლა ქართველი ხალხის ნდობა პარლამენტის და ქართული დემოკრატიისადმი დაიკარგა. ნათელია, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა არ შეასრულოს დაპირება ალბათ იმიტომ, რომ შეეშინდათ, რომ მომავალ წელს პროპორციულ არჩევნებში დამარცხდებოდნენ.

რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებიდან? იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია გეგმავს გამოიყენოს ძველი ადმინისტრაციული ტრიუკები არჩევნების მოსაგებად. ამიტომ ეს განხილვა კარგი შესაძლებლობაა მოვუწოდოთ მმართველი პარტიის ლიდერებს და საქართველოს ლიდერებს დაუბრუნდნენ რეალურ და სანდო დიალოგს ოპოზიციასთან.

ასევე უნდა მოვუწოდოთ როგორც მმართველ პარტია, ასევე ოპოზიციას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვან რეფორმებზე იმიტომ, რომ ხალხი არ ენდობა ძველ სისტემას. ე.წ. გერმანული სისტემა შეიძლება იყოს მსგავსი შეთანხმების საფუძველი იმიტომ, რომ ეს არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებას.

და ბოლოს, ევროპარლამენტმა უნდა მოუწოდოს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს რეალურად მოახდინონ ODIR-ის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება იმისათვის, რომ შეწყდეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის პრაქტიკა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, ხანდახან პირდაპირ ვესაუბროთ და ვიყოთ მკაცრები და კრიტიკულები.

თქვა ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სესიაზე გამოსვლისას.

კომენტარები