საფრანგეთი

მალიში 13 ფრანგი ჯარისკაცის დაღუპვა ვერტმფრენების შეჯახებამ გამოიწვია

ემანუელ მაკრონი

მალიში 13 ფრანგი ჯარისკაცის დაღუპვა ორი ვერტმფრენის შეჯახებამ გამოიწვია. ვერტმფრენები და საბრძოლო თვითმფრინავი ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციისას სახმელეთო ძალებს ეხმარებოდნენ.

ოპერაცია ღამით მიმდინარეობდა. ორივე ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დახმარებას დაპირდა. საფრანგეთს მიუსამძიმრა მალის პრეზიდენმა იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ და თქვა, რომ ფრანგმა ჯარისკაცებმა თავი მალისათვის, საჰელისა და თავისუფლებისათვის გაწირეს.

საფრანგეთი მალიში მიმდინარე კონფლიქტში 2013 წელს ჩაერთო, როდესაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავეს. მას შემდეგ მალიში 38 ფრანგი სამხედრო დაიღუპა. ამჟამად საჰელის რეგიონში ალ ქაიდასთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ 4,500-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცი იბრძვის.

კომენტარები