LVMH

კონგლომერატმა LVMH-მა სამკაულების ბრენდი TIFFANY & CO 16 მილიარდ დოლარად იყიდა

Tiffany & Co

ფრანგულმა კონგლომერატმა LVMH-მა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამკაულების ბრენდი Tiffany & Co 16 მილიარდ დოლარზე მეტ თანხად შეიძინა.

LVMH-ის დამფუძნებლის, მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანის ბერნარ არნოს თქმით, Tiffany & Co-ს შეუფასებელი მემკვიდრეობა აქვს.

მართლაც, სამკაულების მაღაზია 1837 წელს გაიხსნა. დღეისთვის, კომპანიაში 14 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული, მსოფლიოს გარშემო კი 300-ზე მეტი Tiffany & Co-ს მაღაზია არსებობს. ბრენდმა განსაკუთრებული პოპულარულობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1961 წელს ოდრი ჰეპბერნის ფილმში "Breakfast At Tiffany's"-ში გამოჩნდა.

"ჩვენ გვაქვს უზამარმაზარი პატივისცემა და მოწიწება Tiffany-ის მიმართ და გვსურს, რომ იგივე მონდომებით განვავითაროთ მისი სამკაულები, როგორც ეს ვქენით ყველა ჩვენთან გაწევრიანებული ბრენდის შემთხვევაში", - თქვა ბერნარ არნომ.

LVMH ფრანგული კონგლომერატია, რომელიც 75 ბრენდს, 156 000 დასაქმებულს და მსოფლიოს გარშემო 4 590 მაღაზიას აერთიანებს. კონგლომერატში შედიან ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან - Dior, Givenchy, Kenzo, Moet & Chandon, Bvlgari და სხვები.

კომენტარები