კოლუმბია

კოლუმბიაში საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს, ბოგოტაში კომენდატის საათი ამოქმედდა

EPA

კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას მერმა საპროტესტო აქციების გამო კომენდატის საათი შემოიღო.

მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქუჩაში 250,000-მდე ადამიანი გამოვიდა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ შესაძლო რეფორების გამო მინიმალური ხელფასის, საპენსიო და საგადასახადო მიმართულებით.

ისინი ასევე აპროტესტებენ კორუფციას და მთავრობის მხრიდან 2016 წელს Farc-ის ამბოხებულებთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობას.

პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკესმა კი გამოაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიზისის განსამუხტად დიალოგის პროცესს დაიწყებს.

მისი მთავრობა ირწმუნება, რომ საპენსიო და შრომითი რეფორმები არ იგეგმება და რაიმე ცვლილების მიღებამდე კონსულტაციას პროფკავშირების ჯგუფებთან გაივლიან.

პარალელურად, ქალაქ სანტანდერ დე კილიჩაოს პოლიციის შენობასთან ბომბის აფეთქებას 3 პოლიციელი ემსხვერპლა. უცნობია აქვს თუ არა თავდასხმას რაიმე კავშირი აქციებთან.

კომენტარები