ბაგა-ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3.6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ტაბულა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მიწოდებისა და დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

შპს "ელენიკოს" დირექტორმა, ნ.მ-მ 2018 წელს ვეტერინარული მოწმობისა და სხვა დოკუმენტების გაყალბების გზით სამტრედიის მე-4, მე-5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის 1 საბავშვო ბაგა-ბაღებს ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით ცხენის ხორციც მიაწოდა.  

ნ.მ 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები