NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართა [ფოტოები]

ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019 - 13:39
tbl.ge/4721
დაკოპირდა
ჩაჩავას კლინიკაFacebook
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოFacebook
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოFacebook
ევექსიFacebook
ღუდუშაურის კლინიკაFacebook

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, ექიმებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია სამედიცინო დაწესებულებებთან, სამედიცინო უნივერსიტეტის შენობასთან და გაეროს ოფისთან გამართეს.

"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - იყო აქციის სახელწოდება.

აქციას შეუერთდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები. მათი თქმით საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისათვის მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ" 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზონის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი Facebook-ზე წერს, რომ წითელი ჯვარი ცხინვალში შესვლას და ვაჟა გაფრინდაშვილის საპატიმროში მონახულებას ვერ ახერხებს:

"ჩართულია საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება. ახლა გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში. გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი."

ვაჟა გაფრინდაშვილიექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებავაჟა გაფრინდაშვილის საქმეთეთრი ხალათების აქციასაოკუპაციო რეჟიმიოკუპაცია

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2020 - 00:09გაფრინდაშვილი: ჩემი შვილების მომავალს ვიცავ, რომ მათ დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრონ
  • შაბათი, 22 თებერვალი, 2020 - 20:00გაფრინდაშვილი: მე რომ თბილისში მშვიდობიანად ვარ, არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა
  • შაბათი, 1 თებერვალი, 2020 - 19:17ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო კუნსულტაციები ჩაუტარა
  • სამშაბათი, 31 დეკემბერი, 2019 - 15:46პატრიარქი ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა
  • ორშაბათი, 30 დეკემბერი, 2019 - 01:13გაფრინდაშვილი: რუსებს ვუთხარი, პრეტენზია იმაზე მქონდა, რომ იქ იყვნენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მახაშვილი ეუთოზე: ასეთი რეზოლუციებით თავადვე საკუთარ თავს ანგრევენ შიგნიდან
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 14:49

მახაშვილი ეუთოზე: ასეთი რეზოლუციებით თავადვე საკუთარ თავს ანგრევენ შიგნიდან

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 14:15

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 13:37

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 13:23

კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა

ხაინდრავასთვის "მორალური ზიანის ასანაზღაურებლად" ფორმულა ₾10 000-ით დააჯარიმეს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 12:35

ხაინდრავასთვის "მორალური ზიანის ასანაზღაურებლად" ფორმულა ₾10 000-ით დააჯარიმეს

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕