ბოკერია ოპოზიციურ ფლანგზე: ესაა შეთანხმება ფუნდამენტურ თამაშის წესებზე და არა - ხედვებზე

[ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებაზე] აქ არაა ლაპარაკი ხედვების ერთიანობაზე ან არჩევნებში ერთად გასვლაზე, ეს არც განიხილება.

ახლა განიხილება ფუნდამენტური თამაშის წესები და ამ კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი უტიფრობითა და შეურაცხყოფით, მოახერხა, რომ ყველა ცდილობს, რომ ამ მინიმალური თამაშის წესები იქნეს დაცული ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ ამომრჩევლები წყვეტდნენ და სიტყვას, შეთანხმებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, ამ სიტყვებს რამე ფასი ჰქონდეს იმის შემდეგ,რ აც ივანიშვილმა მოატყუა, გადააგდო საზოგადოება უკვე მერამდენდედ და უტიფრად სისხლიანი გავრილოვის ღამის შემდეგ

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ მთავარ არხთან ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა პირობა და მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ოპოზიციური პარტიები და ლიდერები "ყველა მინუს ერთი" პრინციპით გაერთიანდნენ. მათი საერთო მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.

კომენტარები