ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა არჩევნების გზით ნორმალურ, მშვიდობიან პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ის ამბობს, რომ მიიტაცებს ძალაუფლებას. შესაბამისად, ხალხი უნდა გამოვიდეს და [ივანიშვილს] ძალაუფლება უკან გამოართვას. სრულიად მშვიდობიანად, კონსტიტუციურ ჩარჩოებში. უნდა დავიბრუნოთ არჩევნები. ჩვენ თუ არჩევნებს არ დავიბრუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვჩუქნით ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, პროტესტი იქნება მასშტაბური, საყოველთაო, პრინციპული და მწვავე, იმ მომენტამდე, სანამ არ ჩამოვაშორებთ მათ და სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები.
პროპორციული საარჩევნო სისტემა
ხოშტარია: თუ არჩევნებს არ დავიბრუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვჩუქნით ივანიშვილს
tbl.ge/46j8
დაკოპირდა

პარტია ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შესახებ.
ამავე თემაზე
- ბურჯანაძე: ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა
- უგულავა: თალაკვაძემ აღიარა, რომ ხალხს თავიდანვე ატყუებდნენ, ეს გულწრფელი რეგვენობაა
- თალაკვაძე: ჩავთვალეთ, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით სიტუაცია განიმუხტებოდა
- ოხანაშვილი: ოპოზიციას აქვს ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც არ უნდა შევთავაზოთ არ დათანხმდებიან
- ჩუგოშვილი ოცნებას: გაფრთხილებდით, რომ პროპორციულის ჩაგდება ნდობას სრულად გაანადგურებდა




