NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პოლიციასა და სტუდენტებს შორის უნივერსიტეტებთან შეტაკება მიმდინარეობს [VIDEO]

სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019 - 19:17
tbl.ge/46ay
დაკოპირდა

ჰონგ-კონგში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის უნივერსიტეტებთან შეტაკება მიმდინარეობს. დაპირისპირება ასევე გრძელდება ქალაქის ცენტრალურ ბიზნეს უბნებშიც.

მდგომარეობის ესკალაციას წინ უძღოდა ჰონგ-კონგის პოლიციის გავრცელებული განცხადება, რომ ჰონგ-კონგის კანონის უზენაესობა ტოტალური კოლაფსის ზღვარზე იყო.

ეს გაფრთხილება დღეს მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ პოლიციამ კიდევ ერთ აქტივისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ ქმედებას გაზრდილი პროტესტი და პოლიციასთან მეტი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით კი ერთერთმა მომიტინგემ პეკინის პოლიტიკის მომხრე ერთერთ პირს ცეცხლი წაუკიდა, ის ამჟამად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.

პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს იყენებს. ასობით ნიღბიანი მომიტინგე სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, აგურებს და სხვა ნივთებს ესვრის. 

მდგომარეობა განსაკუთრებით დაძაბულია ჰონგ-კონგის ჩინურ უნივერსიტეტში, სადაც სამართალდამცავები მომიტინგე სტუდენტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის და სხვა საშუალებების გამოყენებას არ წყვეტს. სტუდენტებმა ბარიკადად ფურგონი გამოიყენეს, რასაც შემდეგ ცეცხლი წაეკიდა. ქალაქის უნივერსიტეტში მომიტინგეები ლურსმნებისგან დამზადებულ მოწყობილობებს ისროდნენ მათ წინააღმდეგ.

დაპირისპირების შედეგად უკვე რამდნიმე ადამიანია დაშავებული. ერთერთ სტუდენტს თვალი დაუზიანეს. მომიტინგეებმა მოქალაქეებს პირველად დამხარების და სხვა საშუალებების გაგზავნა თხოვეს.

Tweet

ჰონგ-კონგის ლიდერმა ლერი ლამმა მომიტინგეებს "ეგოისტები და ხალხის მტრები" უწოდა. აშშ-მა შეშფოთება გამოხატა ჰონგ-კონგში ბოლო დროს განვითარებულ სიტუაციაზე, ყველა მხრიდან ძალადობა დაგმო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

გუშინ ჰონგ-კონგში 260 მომიტინგე დაიჭირეს. ივნისიდან მოყოლებული აქციებზე 3 000 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

ჰონგ-კონგიაქცია ჰონგ-კონგშიჩინეთი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:18

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:54

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)

მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ აშშ - ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:23

მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ აშშ - ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 17:14

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕