უძრავი ქონება

TBC Capital: მე-3 კვარტალში ბინების გაყიდვები 11.9%-ით შემცირდა

კომერსანტი

ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის კვლევის მიხედვით 2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში 8204 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11.9%-ით ჩამოუვარდება.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებითაც შემცირებულია.

TBC Capital გაუარესებულ გაყიდვებს ლარის გაუფასურებასა და სესხებზე გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ წლის მესამე კვარტალში უძრავ ქონებაზე ფასები ლარში გაიზარდა, ხოლო დოლარში შემცირდა.

კომენტარები