Wizz Air-ის ახალი მიმართულებები

Wizz Air 2019 წლის ზამთრის სეზონიდან ბოლონიასა და ნიცაში ფრენებს იწყებს

wizzair

ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს, 2019 წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში ფრენებს ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს.

რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი - 23 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;
  • ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი - 12 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა.

კომენტარები