ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონმა ფოტოსესიის შემდეგ გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა

გამოცემა Variety-ს ფოტოსესიის შემდეგ, მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობი ემზადება გადაღებისთვის, სტილისტთან და ფოტოგრაფთან ერთად. 

"ერთი უბრალო გოგო ვარ...რომელიც დაყენებული თმით და მაკიაჟით დგას. სტილისტი. ფოტოგრაფი. გამნათებელი ჯგუფი, დანადგარი ქარის იმიტირებისთვის, რეკვიზიტები და კომპიუტერიც...ყველაფერი მოგიწოდებთ, დაიჯეროთ, რომ ასეთმა გავიღვიძე..." იხუმრა ენისტონმა.

ინსტაგრამ მომხმარებლები აღფრთოვანდნენ ენისტონის გულახდილობით. რამდენიმე მათგანმა გამამხნევებელი კომენტარებიც დაუტოვა მსახიობს. ერთმა კი დაწერა:"ვცხოვრობ იმისთვის, რომ მისი ინსტაგრამი ვათვალიერო!" 

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე სულ ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა და  მსახიობს უკვე 15.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. 

კომენტარები