მოტაცება

დააკავეს 2 პირი, რომლებმაც გარდაბანში გოგო ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

www.irishtimes.com

19 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული ფ.ა.-მ და 1991 წელს დაბადებული ი.ა.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მცხოვრებს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა. მას შემდეგ რაც მოტაცებულმა გოგომ გაქცევა შეძლო, დამნაშავეების ადგილიდან მიიმალნენ.

ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.


წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები