საქართველოს საპატრიარქო

მამა ანდრია: "ზონდერ დეკანოზები" ანდრია ჯაღმაიძის სახით თავხედობის უფლებას აძლევენ თავს

facebook: მღვდელ-მონაზონი ანდრია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საპატრიარქოსადმი მიწერილ წერილს აქვეყნებს, სადაც მეუფე პეტრე ითხოვს გაიმართოს სინოდის სხდომა და იმსჯელონ იმ სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც მას ცილს სწამებენ. 

ანდრია სარია წერს, რომ ერთი წლის წინანდელი წერილი კვლავ აქტუალურია.

"2018 წლის ზაფხულში შედგენილი წერილი ყოველ დღე აქტუალურია ეკლესიის ცხოვრებაში, ვინაიდან დღემდე არ განხილულა ეს საკითხი და დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, სამწუხაროა, რომ ისევ თავხედობის უფლებას აძლევენ თავს ე.წ. მორიგი "ზონდერ დეკანოზები" ანდრია ჯაღმაიძის სახით...

პასუხისმგებლობას მათ საქციელზე და ამ უხერხულობებზე წერილის ადრესატებს ვაკისრებთ, უფალო შეგვიწყალენ. ამინ!", - წერს მღვდელმონაზონი ანდრია ფეისბუქზე.

ჭყონდიდის მიტრპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოს სინოდის სხდომის მოწვევის მოთხოვნით 2018 წლის 4 ივნისს მიმართა. ის მის მიმართ აგრესიაზე, მუქარასა და ცილისწამებაზე საუბრობს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ერთ-ერთია იმ მცირე სასულიერო პირებს შორის, ვინც ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. 

კომენტარები