ბორის ჯონსონის მილოცვა

ბორის ჯონსონმა გიორგი გახარიას პრემიერობა მიულოცა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს. ჯონსონის მისალოც წერილს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მილოცვაში საუბარია ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივი ურთიერთობებზე განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

„გიდასტურებთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისდა ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მოიცავს ჩვენი მხრიდან,- როგორც დღეს, ისე ევროკავშირიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგ, - თქვენი შიდა რეფორმების შემდგომი პროგრესის ხელშეწყობას. გისურვებთ წარმატებებს,“ - წერია მილოცვაში.

კომენტარები