ანა დოლიძე

"ჩვენ ვაერთიანებთ ძალას ცვლილებებისთვის" - ანა დოლიძე ორგანიზაციას ქმნის

ტაბულა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, "მთავარი არხის" ეთერში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებების მისაღწევად ორგანიზებული ძალის შექმნას აპირებს.

"ვაპირებ, რომ გავაძლიერო ჩემი საქმიანობა იმ გაგებით, რომ თუ აქამდე ორგანიზებული ძალის წევრი არ ვიყავი და არ ვთანამშრომლობდი აქტიურად რაიმე ორგანიზებულ ძალასთან, მე მივედი იმ ეტაპზე, რომ ვთვლი საჭიროდ, ამ ორგანიზებული ძალის ნაწილი ვიყო", - თქვა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, "შედეგი იქნება 2020 წელს".

ანა დოლიძემ ერთ-ერთ ადამიანად, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე დაასახელა.

"ჯერჯერობით ვკრეფ ადამიანებს, სერიოზულ თანამოაზრეებს, ისინი ლიდერები არიან, რომლებთანაც მექნება ჰორიზონტალური [უერთიერთობა]. ლევან კობერიძე, მაგალითად. მეტს გაიგებთ თავის დროზე", - თქვა ანა დოლიძემ.

წამყვანის კითხვაზე რისი მიღწევა სურს ანა დოლიძეს, მან უპასუხა.

"ამ ხალხს რომ შევკრებ, მინდა რომ ავკრძალო აზარტული თამაშების რეკლამა ქუჩებში. მინდა, რომ გვქონდეს მეტი მწვანე სივრცე, სტადიონები, უფასო ბაღები. ეს იქნება სახალხო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია. აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია გირჩის პოზიციისგან განსხვავდება, მე მინდა ცვლილებები, საკითხებრივი ცვლილებები.

პარლამენტში კენჭისყრა არ მაქვს გადაწყვეტილი, ამჯერად ჩვენ ვაერთიანებთ ძალას ცვლილებებისთვის", - თქვა ანა დოლიძემ.

კომენტარები