განზარხ მკვლელობის მცდელობა

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლისა და სიდედრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა. 2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს.-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, საღამოს საათებში კი მ.ც.-სთან და ვ.ე.-სთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა, დარწმუნდა, რომ ყოფილ მეუღლეს და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, რომლის მეორე ბოლოც მ.ც.-ს და ვ.ე.-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დამნაშავე 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 16 წლით შეეფარდა.

კომენტარები