უქმეები

გზამკვლევი შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად

BASSIANI

გრძელი და დამღლელი კვირის შემდეგ საკუთარ თავს გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამთ: როგორ გავატაროთ უქმეები ისე, რომ თან დავისვენოთ, თან გავერთოთ და თან ორშაბათს დილით, პარასკევს საღამოს ჩაძინებულზე უფრო დაღლილებმა არ გავიღვიძოთ?!

რა არჩევანი გვაქვს საქართველოში ამ შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, პარასკევი საღამოც არ გამოვტოვეთ და გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ის საინტერესო და სახალისო ივენთები, რომლებიც ამ უქმეებზე გველის წინ. თანაც ვეცადეთ, ყველას ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა და სხვადასხვა ივენთები თუ უბრალოდ დროის საინტერესოდ გასაყვანი ადგილები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

მუსიკალური ივენთები

27 სექტემბერს KHIDI-ს მთავარ სცენაზე თანამედროვე ტექნო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეი და პროდიუსერი I HATE MODELS დაუკრავს.

ასევე პარასკევს, 27 სექტემბერს ტექნოს ვიკინგად ცნობილი RØDHÅD კლუბ BASSIANI-ს სცენას დაიკავებს. 

ბარში Ambavi 27 სექტემბერს საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელსაც მუსიკოსი Vinda Folio უმასპინძლებს.

27 სექტემბერს "დედაენის ბარის" ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით დაუკრავენ Aksed და L8

27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ანა ყიფიანის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება.

28 სექტემბერს ქვიარ ღამეების სერია HOROOM-ის სივრცეში გაიმართება.

28 სექტემბერს ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სცენის ლეგენდად წოდებულ ბრიტანელ დაბ-ტექნო პროდიუსერს Andy Stott. 

28 სექტემბერს, 16 საათიანი ივენთების სერია "დარეჯანის დილა" პირველად გააღებს კარს.

SPACEHALL KUSTBA-ზე, 28 სექტემბერს KayaKata-ს ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

თეატრი

27 ოქტომბერს: თეატრი გლობუსი -სპექტაკლი " ემიგრანტები"

               თავისუფალი თეატრი - "წვიმის გამყიდველი"

               მოძრაობის თეატრი - "ფაუსტი"

28 სექტემბერი: თეატრი გლობუსი - "პარტახი"

               თავისუფალი თეატრი - ""ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს"

               მოძრაობის თეატრი - "ასტიგმატისტები"

29 სექტემბერი: თეატრი გლობუსი - "თვინიერი"

               თავისუფალი თეატრი -"ხომ ხოცავენ ქანც გაწყვეტილ ცხენებს"

სხვადასხვა

27 სექტემბერს, ანდრია დოლიძის და ქეთა გავაშელის გამოფენა 'Till you get your powers back' ახალ სახელოვნებო სივრცეს - 4710 გახსნის.

28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში უკვე მეორედ გაიმართება თბილისის საბავშვო ფესტივალი.

27 სექტემბერს “თანასწორობის მოძრაობა” გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც განხილული იქნება ნარკოტიკული საშუალებების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქიმსექსს, რომლის შესახებაც ინფორმაციის ქონა ქვიარ თემისთვის მნიშვნელოვანია.

შაბათს, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა თემაზე "დროშები მტვერში". წიგნის სახლში ბახტრიონზე, ლევან ბერძენიშვილი ლექციას ფოლკნერის შემოქმედებაზე წაიკითხავს.

კომენტარები