Super Bowl 2020

SUPER BOWL-ის შოუზე ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იმღერებენ

ჯენიფერ ლოპესი და შაკირა

2020 წლის Super Bowl-ის შოუზე ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იმღერებენ - ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა.

Super Bowl ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუა მსოფლიოში, 2019 წლის 98 მილიონმა ადამიანმა უყურა.

კონცერტი 2 თებერვალს შედგება, ჯენიფერ ლოპესი და შაკირა მაიამის Hard Rock-ის სტადიონზე იმღებენ. შოუს დაგეგმავს გასართობი კომპანია Roc Nation, რომელიც ჯეიზის მიერ არის დაფუძნებული.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში გუშინვე გამოეხმაურნენ მომღერლები. შაკირამაც და ჯენიფერ ლოპესმაც სიხარული გამოხატეს და დაწერეს, რომ ერთი სული აქვთ როდის მოვა 2 თებერვალი.

ცნობისთვის, ყველაზე ყურებადი Super Bowl 2015 წელს იყო, როდესაც კონცერტი კეტი პერიმ ჩაატარა. მაშინც შოუს 120 700 000 ადამიანმა უყურა.

კომენტარები