მთლიანობაში ეს იყო ზოგადი და არაფრის მომცემი გამოსვლა. რა თქმა უნდა გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი უნდა შეეხოს გლობალურ თემებს. ისეთს როგორებიც არის, მაგალითად, კლიმატის ცვლილება ან გლობალური მიგრაცია. მაგრამ არასწორია როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით ერთ სიბრტყეზე აყენებს, თანაბარ დროს უთმობს და თანაბარი ემოციით საუბრობს ოკუპაციაზე, საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე და კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო მიგრაციის პრობლემებზე. ამიტომ ეს იყო ზოგადი გამოსვლა, არ იყო გამოყენებული შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები მიგვეტანა გაეროს წინაშე და რაც მთავარია, რეაქცია მოგვეთხოვა მათგან, არამხოლოდ ფორმალურად გვეხსენებინა ოკუპაცია, კონფლიქტი და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემა
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროში
ბაქრაძე: პრეზიდენტმა UN-ში არ გამოიყენა საქართველოს პრობლემების გატანის შესაძლებლობა
tbl.ge/41ky
დაკოპირდა

ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლას.
დავით ბაქრაძეევროპული საქართველოUNსალომე ზურაბიშვილიგაეროოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთიოკუპირებული აფხაზეთირუსეთისაოკუპაციო ხაზიოკუპირებული ტერიტორიებიპრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროში