ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში ორი ქალი და ერთი კაცი ჯადოქრობის ბრალდებით დააკავეს

ჩეჩნეთში ორი ქალი და ერთი მამაკაცი ჯადოქრობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი "გროზნო" ავრცელებს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა ზინა ჩაკაევამ არხთან საუბარში თქვა, რომ "ჯინებს სახლში გამომცხვარ პურს აჭმევდა", ხოლო მეორე ქალი ამბობს, რომ ხალხს ქათმის სისხლით ბოროტი თვალისგან დაცვას სთავაზობდა. დაკავებულ კაცს "ჯინებთან კონტაქტში" ადანაშაულებენ.

სიუჟეტში ისლამური მედიცინის ცენტრის მთავარმა ექიმმა თქვა, რომ ეჭვმიტანილებმა საკუთარი სხეული და სული ეშმაკს მიჰყიდეს. სამივე მათგანს დანაშაულის მონანიება აიძულეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "გროზნოზე" მსგავსი სიუჟეტი გადის. სექტემბერში გასულ სიუჟეტში საუბარი იყო ჯადოქრობაში ბრალდებულ ადამიანებზე. მათ პირდაპირ ეთერში ბოდიშის მოხდა აიძულეს.

კომენტარები